დონალდ ტრამპი ფიფა-ს მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა

06 დეკემბერი 2025, 11:23 76 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის - ფიფას - ახლად დაწესებული მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი. ეს გამოცხადდა მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიაზე. ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
ვაშინგტონში გამართულ კენჭისყრაში ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად. ტრამპს გადაეცა მედალი და სერტიფიკატი, ასევე თასი. ის დიზაინით ჩამოჰგავს ფიფას მსოფლიო თასს, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონებს გადაეცემათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში