ინდონეზიის აჩეჰის პროვინციაში სახმელეთო მოძრაობის აღდგენა დაიწყო. დამანგრეველი წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების შემდეგ, ადგილზე, პირველად, საკვების მარაგი ჩავიდა, ასევე მუშაობა დაიწყო მძიმე ტექნიკამ.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 836-მდე გაიზარდა, ხოლო ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში, ასობით ადამიანი კვლავ უგზო უკვალოდ დაკარგულად ითვლება.
კატასტროფის ზონაში გათიშულია ელექტრო ენერგია და ჩახერგილია გზები, რაც სამაშველო ოპერაციებს ამ დრომდე ართულებს.
კატასტროფების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ხმელეთით, ჰაერითა და ზღვით დახმარების მიწოდების პარალელურად გრძელდება.
