რუსეთის პრეზიდენტი ვიზიტით ინდოეთში იმყოფება

05 დეკემბერი 2025, 13:30 23 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები დონბასიდან ან თავად გავლენ, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს. პუტინმა ინდოეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით რამე სახის კომპრომისს უარყოფს.

ამბობს, რომ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებამდე სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია არ უნახავს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში