ირლანდიაში ვიზიტის დროს,უკრაინის პრეზიდენტის, თვითმფრინავს უცნობი დრონები აედევნენ- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტს დაგეგმილი ვიზიტისთვის ხელი არ შეუშლია.
დმიტრო ლიტვინას ინფორმაციით, პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მასპინძელმა ქვეყანამ უზრუნველყო, შესაბამისად ამ ფაქტს შეხვედრაზე გავლენა არ მოუხდენია. ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაშვებამდე უცნობი დრონები აედევნენ.
ოთხი დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა და ბორტი დაგეგმილზე ადრე დაეშვა.
მომხდართან დაკავშირებით, ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.
