დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი დამნაშავედ ცნეს

29 ივნისი 2022, 17:22 2147 ნახვა

36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში ბერძენი ქირურგი დამნაშავედ ერთხმად ცნო თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლომ. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასჯელის განსაზღვრას ელოდებიან. 36 წლის სამი შვილის დედამ კლინიკას ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი ოპერაციისთვის მიაკითხა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმმა ის კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და პროცედურისთვის არასაჭირო ორი ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა. სწორედ ამან შეუქმნა პაციენტს რესპირატორული პრობლემები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ბრალდებულმა დახმარების თხოვნის ნაცვლად 36 წლის ქალის გვამი მანქანაში ჩადო, ჰალკიდიკის რეგიონში წაიღო და კლდიდან გადააგდო. სწორედ იქ იპოვეს გვამი რამდენიმე დღის შემდეგ. ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ შემთხვევა ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა იყო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი