საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისი გაიხსნა

29 ივნისი 2022, 11:00 698 ნახვა

საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისი გაიხსნა.  ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, “მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლობა ესწრებოდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა  „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ წარმომადგენლებს, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.

თანამშრომლობის ფარგლებში 2018-2020 წლებში წელიწადში 85-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონის საჯარო სკოლებში მუშაობდა.

საქართველოში მოხალისეების საქმიანობა, გლობალური პანდემიის გამო იყო შეჩერებული. ოფისის გახსნის შემდეგ კი „მშვიდობის კორპუსი – საქართველოს“ მოხალისეები 2023 წლის თებერვალში უკან დაბრუნდებიან. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი