უფასო ტრანსპორტი იალაღებზე

28 ივნისი 2022, 19:32 1066 ნახვა

შუახევის მერიამ იალაღებზე მგზავრთა გადასაყვანად უფასო ტრანსპორტი წელსაც დანიშნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველი ივლისიდან ორი თვის განმავლობაში მოემსახურება მოქალაქეებს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე უკვე შედგა. შპს ,,საქართველო 777“ მოსახლეობას კატრიანის, ძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მთებში გაუწევს მომსახურებას. ტენდერის ღირებულება 33 900 ლარია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში