უკრაინას შესაძლოა ერთი ტრილიონი ევრო დასჭირდეს ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად - ვერნერ ჰოიერი

22 ივნისი 2022, 10:09 833 ნახვა

უკრაინას ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად შესაძლოა, ერთი ტრილიონი ევრო დასჭირდეს, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელმა ვერნერ ჰოიერმა განაცხადა.

ჰოიერის თქმით, ამ პირობებში ევროპას მთავარი როლის შესრულება მოუწევს. ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირის განმავლობაში ბრიუსელში სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხსაც განიხილავენ.

„მე დავასახელე რაოდენობა – ერთი ტრილიონი, რადგან საჯარო სივრცეებში ვნახე ციფრები, რომლებსაც სრულიად არარეალისტურად მივიჩნევ იმ განადგურების ფონზე, რასაც ვუყურებ“, – განაცხადა ჰოიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში