დასაქმების ბაზარზე არსებული ვითარება და მონიტორინგის შედეგები განიხილეს დღეს ბათუმში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. კვლევის ფარგლებში აჭარაში 150 ორგანიზაცია გამოიკითხა იმის დასადგენად თუ როგორ უნდა გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი, გაუმჯობესდეს სამუშაოს მაძიებელთა უნარ-ჩვევები და რა საჭიროებები, გამოწვევები აქვს საამისოდ ადგილობრივ ბიზნესს.
სამუშაო შეხვედრას საჯარო და კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, ‘’საქართველოს გაეროს ასოციაცია’’ და ‘’საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი’’ ახორციელებს.
აჭარაში პროექტის პარტნიორი ‘’თავისუფალ ჟურნალისტთა’’ სახლია.