ქართველ მებრძოლთა მემორიალი შეამკეს დღეს ყვავილებით პარტია ''ლელოს'' წარმომადგენლებმა ბათუმში. მათ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
მათთან ერთად დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში უკრაინიდან დევნილებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.