ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ახალი მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ასევე მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.