ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებასა და ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს იმისთვის, რომ პარტნიორები პოზიტიური პასუხის მიღებაში დაარწმუნოს. ჯერი ახალა წევრ სახელმწიფოებზეა, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.