საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროთასი მოიგო. ეს დონით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა ევროლიგის შემდეგ.
თორნიკე და დენი ჰაკეტი ამ ზამთარს ცსკა-დან ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდნენ, გუნდი იმდენად გააძლიერეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ფავორიტადაც იქცნენ და ევროთასი დამაჯერებელი თამაშით მოიგეს.
„ვირტუსმა“ ფინალში „ბურსასპორი“ 80:67 დაამარცხა. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 23 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.