საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი "ტენერიფესთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ესპანური დაპირისპირება ვიხილეთ. „ტენერიფემ“ „მანრესა“ 98:87 დაამარცხა და პრესტიჟული ტიტულის გამარჯვებული გახდა.
შერმადინმა 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.