საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის ''დინამომ'' საკუთარ მოედანზე უახლოესი კონკურენტი გორის ''დილა'' მიიღო და დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა.
ბათუმში სტადიონზე ტრადიციულად საფეხბურთი გარემო იყო და გუნდის შთამბეჭდავი თამაში გადაჭდილმა ტრიბუნებმაც გაალამაზა.
30-ე წუთზე ანგარიში ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და ბათუმელებმა პირველი ტაიმი მოიგეს.
მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი უფრო გააქტიურდა.
81-ე წუთზე დაუცველ კარში ჯოვინომ ჯაბა ჯიღაურს გაატანინა.
3 წუთში კი შავიზღვისპირელების ლამაზი კომბინაცია გაფრინდაშვილმა გოლით დაასრულა და 3-0 დააფიქსირა.
12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' 27 ქულას აგროვებს და უახლოეს მდევართან სხვაობას 5 ქულამდე ზრდის.
ცხრილში შემდეგ პოზიციებზე 22-22 ქულით თბილისის ''დინამო'' და გორის ''დილა'' იმყოფება.
ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში ბათუმელები 12 მაისს რუსთავში ''საბურთალოს'' ესტუმრება.