''დინამოს'' და ''დილას'' მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან დაიწყება

05 მაისი 2022, 10:46 1258 ნახვა

ეროვნული  ლიგის მე-12 ტურში  ბათუმის ''დინამო'' საკუთარ მოედანზე  გორის'' დილას''  უმასპინძლებს.

მატჩის ბილეთების რეალიზება დღეს 5 მაისს დღის 12:00 საათიდან საიტ biletebi.ge-ზე დაიწყება.

სტადიონის მდებარე სალაროებში კი ბილეთები 6 მაისიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.

VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

11 ტურის შემდეგ ბათუმელები გათამშებას 24 ქულით ლიდერობენ.

გორის ''დილას'' 2 ქულით ნაკლები აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

"დინამოს'' და ''დილას'' მატჩი 8 მაისს 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში