ბათუმის საკალათბურთო კლუბი ''ვერასთან'' სერიის მესამე შეხვედრას გამართავს

05 მაისი 2022, 10:43 784 ნახვა

დღეს ბათუმის საკალათბურთო კლუბი ''სუპერლიგის'' მეოთხედფინალურ სერიაში "ვერასთან" მესამე შეხვედრას გამართავს.

გასული ორი  მატჩი ბათუმში გაიმართა და სერიაში შავიზღვისპირელები 2-0 ს იგებენ.

მესამე დაპირისპირებას  თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

თუ ბათუმის საკალაბურთო კლუბი ამ მატჩსაც  მოიგებს ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

წაგების შემთხვევაში სერიაში ანგარიში 2-1 გახდება და მანამდე გაგრძელდება სერია, სანამ ერთ-ერთი გუნდს 3 მოგება არ დაუგროვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში