უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის ბორის ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ჯერ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, 24 თებერვალს კი კიევმა და ლონდონმა დაამტკიცეს, რომ პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე არ არის. თავის მხრივ დღეს, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ტირანიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა, დიდი ბრიტანეთი კი ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაულებზე პასუხი აგონ