დღეს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ორი ''დინამოს'' დერბი შედგება

03 მაისი 2022, 09:57 1509 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული  ლიგის  მე-11 ტურის  ცენტრალური დაპირისპირება თბილისში "დინამო არენაზე"  გაიმართება.

თბილისის "დინამო" მოქმედ ჩემპიონ ბათუმის ‘’დინამოს’’ მიიღებს.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის  ბათუმში ჩატარებული მატჩი გია გეგუჩაძის შეგირდებმა 3:0 მოიგეს.

დღეს კი კახა ცხადაძის გუნდს  რევანშის სურვილი ექნება.

10 ტურის შემდეგ  ეროვნულ ლიგაში ბათუმელებს 23 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან.

დედაქალქელები კი 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

შეხვედრა დღეს, 3 მაისს 19:00 საათზე ‘’დინამო არენაზე’’ დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი