ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ''სუპერლიგის'' მეოთხედფინალურ სერიაში "ვერასთან" მეორე მატჩიც მოიგო.
სერიის მეორე შეხვედრაც ბათუმის ახალ სპორტის სასახლში გაიმართა და ისევ ბათუმელთა დიდი უპირატესობით ანგარიშით 84:62 დასრულდა.
კაილი რიდლიმ ''ბათუმს'' 17 ქულა, 2 მოხსნა და 6 გადაცემა მოუტანა.
დე ანჯელო სტიუარტის ანგარიშზე კი 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 დაფარება იყო.
ამ გუნდებს შორის სერიის რიგით მესამე დაპირისპირება 5 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.
თუ ბათუმის საკალაბურთო კლუბი მესამე შეხვედრასაც მოიგებს ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.
წაგების შემთხვევაში სერიაში ანგარიში 2-1 გახდება და მანამ გაგრძელდება სერია,სანამ ერთ-ერთი გუნდს 3 მოგება არ დაუგროვდება.