ბასილაშვილმა მადრიდის ტურნირი მოგებით დაიწყო

02 მაისი 2022, 19:54 1166 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილი პირველ წრეში 34 წლის იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 7:5, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

მე-2 წრეში ბასილაშვილის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი 18 წლის ესპანელი  კარლოს ალკარასი იქნება.

ნიკას და კარლოსის  შეხვედრა 4 მაისს არის ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში