დღეს სტარტს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მეორე წრე აიღებს.
მე-10 ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ‘’დინამო’’ გასვლაზე ბოლნისში "სიონს" ესტუმრება.
9 შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 22 ქულით გათამაშების ლიდერები არიან, ქვემოქართლელებს კი 9 ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან.
შეხვედრა ‘’სიონსა’’ და ‘’დინამოს’’ შორის დღეს 16:00 საათზე დაიწყება.