ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილი, უარი თქვან კონდიციონერზე და კვირაში სამი დღე სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით „ჩემი როლი“, მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილი, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე.
ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს:
ზამთარში სახლები ნაკლებად გაათბონ, ზაფხულში კი კონდიციონერი გამორთონ
იმოძრაონ უფრო ნელა მაგისტრალებზე, მანქანაში გამორთული კონდიციონერით, რაც ნაკლებ საწვავს ხარჯავს
გამოიყენონ მატარებელი თვითმფრინავის ნაცვლად
გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედი ან ფეხით იარონ.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზომები ერთ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.