თბილისის დინამოს პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

21 აპრილი 2022, 14:10 639 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამომ“ ხორვატიის „იადრანს“ უმასპინძლა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა მეტოქე 12:11 დაამარცხეს.

გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე გავიდა და მისი ავტორი ანდრია ბითაძე გახდა. ამ მოგებით დინამო თბილისმა 14-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

თბილისური გუნდი ა ჯგუფში კვლავ ბოლო, მე-8 ადგილზეა, თუმცა უკვე 3 ქულა აქვს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში თბილისის „დინამო“ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს, რომელთანაც პირველი შეხვედრა 9:20 დათმო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი