სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში

21 აპრილი 2022, 10:06 688 ნახვა

წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს მოკრივეთა ნაკრებისთვის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ბულგარეთში მიმდინარე ევროპირველობაზე ჩვენი გუნდის სამი მოკრივე გორ აიავაზიანი, დემურ ქაჯაია და თათია ბუკია ფინალში გავიდნენ, მათ მინიმუმ ვერცხლი უკვე გარანტირებული აქვთ და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

სამი ქართველი კი უკვე გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი. თამარ სამელია, გოჩა გორდულავა და საბა კვინიკაძე მესამე ადგილებზე გავიდნენ.

ეს არის პირველი შემთხვევა ქართული კრივის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა ასეთი რანგის ტურნირზე ექვსი მედლის მოპოვება შეძლო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი