ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბი ,,გაგრა'' მიიღო და დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მასპინძლებს დუბლითა და საგოლე პასით დაეხმარა.
ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ, ლიგაში პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა.
"გაგრას“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ მალე სხვაობა შეამცირა.
კვარაცხელიამ დუბლი ულამაზესი გოლით შეასრულა და ბათუმელთა უპირატესობა გაზარდა.
მეოთხე გოლი სტუმრებს ჯოვინო ფლამარიონმაც გაუტანა, მე-80 წუთზე მასპინძელთა კარი კი გიორგი ბუხაიძემ აიღო.
საბოლოო ანგარიში კი მილან რადინმა დააფიქსირა და ბათუმელებმა 5:2 მოიგეს.
8 ტურის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის ,,დინამომ'' 19 ქულა დააგროვა.