დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო ბათუმი აჭარაბეთ არენაზე გაგრას უმასპინძლებს.
შვიდი ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფება, გაგრა კი რვა ქულით მერვე პოზიციაზეა.
სხვა შეხვედრებში სიონი ტორპედოს უმასპინძლებს, დინამო თბილისი სამგურალს მიიღებს, თელავი დილას ესტუმრება, საბურთალო კი საკუთარ მოედანზე ლოკომოტივს დაუპირისპირდება.
დინამო ბათუმისა და გაგრას მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.