მარცხი სამი მოგების შემდეგ

17 აპრილი 2022, 17:37 1001 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში თბილისის “ტიტებმა” “ბათუმს” უმასპინძლეს და ანგარიშით –97:82 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბმა გუნდის ორი ლიდერი – საბა ლობჯანიძე და ბექა ბექაური დაასვენა, გუნდის დანარჩენ წამყვან მოთამაშეებს კი სათამაშო დრო დაახლოებით თანაბრად გადაუნაწილდათ. “ბათუმში 19 ქულა და 8 მოხსნა დე ანჯელო სტიუარტმა მოაგროვა, ხოლო ლევან ელიაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. ბათუმი სატურნირო ცხრილში ქულათა თანაბარი რაოდენობით მესამე-მეოთხე ადგილებს ოლიმპთან იყოფს, რომელსაც 21 აპრილს ბათუმის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში