ჭაბუკ კარატისტთა წარმატება

17 აპრილი 2022, 14:41 1910 ნახვა

ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ოკინავური გოჯურიუ კარატე დოში.შეჯიბრება წარმატებული იყო აჭარის ნაკრებისთვის. მიხეილ მელუას შეგირდებმა ტურნირზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ გიორგი ხეცოიძე, დაჩი ინაიშვილი და ნიკა ნაკაშიძე. ანდრია საგინაძემ ვერცხლი მოიგო, სანდრო ბასილაძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი