ფარიკაობაში ბათუმის სპორტის სასახლის მწვრთნელმა გიორგი რამიშვილმა თავის აღსაზრდელებთან სასწავლო - საწვრთნელ პროცესში სწავლების ახალი მეთოდი დანერგა, რომელიც პრაქტიკულ მეცადინეობასთან ერთად თეორიულ მუშაობასაც ითვალისწინებს. გიორგიმ უნგრეთში მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიარა, სადაც საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელიც ლიცენზია მიიღო, სიახლეს იქ გაეცნო და მისი დანერგვა ბათუმში უკვე დაიწყო. სპორტის მიმართულებით თანამედროვე სწავლების პროცესში მსგავსი ჩართულობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია აპრობირებულია. იგი სასწავლო-საწვრთნო პროცესის ეფექტურ ამაღლებას ემსახურება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და განვითარებას ისახავს მიზნად.