მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველები ლიდერობენ

15 აპრილი 2022, 10:13 681 ნახვა

ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში წყვილთა ციგურაობის მოკლე პროგრამა გაიმართა, რომელშიც ათ  მონაწილე დუეტში ქართული მთავარი ფავორიტი იყო.  კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა ბრწყინვალედ ისრიალა და 67.77 ქულა დაიმსახურა. მოკლე პროგრამის შემდეგ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ქართული წყვილი დამაჯერებლად ლიდერობს!

თავისუფალი პროგრამა დღეს თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება, კარინა და ლუკა ყინულზე ბოლოს გავლენ. თავისუფალ პროგრამაში მათი საუკეთესო შედეგი 126.33 ქულაა, რომელიც პეკინის ოლიმპიადაზე აჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ საფინამ და ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც საქართველოს ისტორიაში ზამთრის ოლიმპიადებზე საუკეთესო მიღწევაა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში