ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

14 აპრილი 2022, 10:03 783 ნახვა

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა თავდაცვით და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე საწვავსა და პირველადი დახმარების პაკეტებს მოხმარდება.

„მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება. რამდენადაც რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთზე იერიშისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია და მოსახლეობა“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში