ბათუმის საკალათბურთო კლუბმა "სუპერლიგაში" მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი გასვლაზე თბილისის "დინამოს" ესტუმრა და მეტოქე 12 ქულიანი სხვაობით 74-86 დაამარცხა.
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და "დინამომ" პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობით მოიგო.
დარჩენილი 3 პერიოდი კი ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა და ბერიშვილის გუნდმა მნიშვნელოვანი 2 ქულა მოიპოვა. შეხვედრაში ორმაგი დუბლი "ბათუმის’’ შემადგენლობაში 12 ქულით და 11 მოხსნით სპენსერ კოლინსმა შეასრულა.
კაილი რიდლიმ კი 20 ქულას , 1 მოხსნას და 8 გადაცემას მოუყარა თავი. 18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმის საკალათბურთო გუნდი მესამე-მეოთხე ადგილს ‘’ვერასთან’’ იყოფს. შემდეგი შეხვედრა რეგულარული სეზონის ბოლოს წინა ტურში "ბათუმს’’ 16 აპრილს გასვლაზე ‘’ტიტებთან ‘’ ექნება.