ბათუმის ''დინამოს'' და ''გაგრას'' ბილეთების რეალიზება 14 აპრილს დაიწყება

13 აპრილი 2022, 22:09 923 ნახვა

ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბათუმი ‘’დინამო’’ გათამაშების მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე ‘’გაგრას’’ უმასპინძლებს.

მატჩის ბილეთების რეალიზება 14 აპრილს დილის 10 საათიდან საიტ biletebi.ge -ზე დაწყება. სტადიონის სალაროებში კი ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

ბათუმის ‘’დინამოს’’ და ‘’გაგრას’’ მატჩი 18 აპრილს 21:00 საათზე დაწყება. გია გეგუჩაძის გუნდი 7 ტურის შემდეგ 16 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში