საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს თასის ჩემპიონია. სპორტსმენებს ბათუმის მერიაში უმასპინძლეს. უწყების ინფორმაციით, ეს გამარჯვება ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში ბათუმმა ცხუმ-აფზახეთს უმასპინძლა და მეტოქე 69:55 დაამარცხა.