დღეიდან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ნატახტარის აეროპორტიდან განხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათვე განცხადებით, ცვლილებები შეეხება ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც. საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით, მცირე ზომის L-410 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
"თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია-ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარე) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურებათ.
მგზავრებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ვებგგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად მონიშნეთ ნატახტარი"-აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.