პრემიერის ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება

07 მარტი 2025, 10:22 190 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დღესვე შედგება საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე დახვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში