ლაშა ტალახაძე ახალ ოლიმპიურ წონაში იასპარეზებს

08 აპრილი 2022, 12:51 1567 ნახვა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა ახალი წონებით წარდგება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე ძალოსანთა ტურნირი ახალ წონით კატეგორიებში ჩატარდება.

კერძოდ, პარიზულ ფიცარნაგზე ძალოსანთა ასპარეზობები გაიმართება კაცთა ხუთ - 61, 73, 89, 102, +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ასევე ხუთ წონაში - 49, 59, 71, 81, +81 გამოვლენ ქალი ძალოსნებიც.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა შეჯიბრებები 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, როგორც კაცებში, ისე ქალებში.

ახალ წონაში მოუწევს გამოსვლა საქართველოს ნაკრების ლიდერს ლაშა ტალახაძეს.

ლაშა ამჯერად +102 კგ. წონით კატეგორიაშ გამოვა, სადაც უკვე ახალი რეკორდების დამყარება მოუწევს.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი