უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 167 ბავშვი დაიღუპა, 297 დაშავდა - უკრაინის პროკურატურა

07 აპრილი 2022, 10:43 853 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სულ მცირე 167 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა, 297 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევში, დონეცკსა და ხარკოვში.

მონაცემები არაზუსტია, რადგან ის არ ითვალისწინებს დაღუპულებსა და დაჭრილებს მარიუპოლში და აქტიური საბრძოლო მოქმედებების სხვა ადგილებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი