უნგრეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა შმაგი და გელა ბოლქვაძეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
72 კგ.წონით კატეგორიის ფინალში შმაგი ბოლქვაძე რობერტ ატილასთან 2:3 დამარცხდა.
გელა ბოლქვაძემ კი 82 კგ.ის ფინალში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან 1:2 დათმო.
შეგახსენებთ რომ ერთადერთი ოქროს მედალი 63 კგ.ში ლერი აბულაძემ მოიპოვა.
გუშინ ასევე ვერცხლის მედალი 55 კგ.ში ნუგზარ წურწუმიამ აიღო, ხოლო ბრინჯაოს მედალს 87-ში რობერტ კობლიაშვილი დასჯერდა.
საერთო ჯამში საქართველოს ბერძნულ-რომუალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს,3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ შედგებით ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატი ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გუნდური მესამე ადგილით დაასრულეს.