როგორ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმის შემადგენლობაში

03 აპრილი 2022, 14:13 1139 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „თელავი“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრამ  ბათუმის „დინამოში“ კვარაცხელიას გადასვლის გამო განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ.

33-ე წუთზე მამუჩაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და დინამო დააწინაურა. შესვენების შემდეგ შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა, ის აქტიურად ჩაერთო თამაშში და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილს 13 ქულით ლიდერობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში