ხვალიდან ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ

31 მარტი 2022, 20:16 1156 ნახვა

1 აპრილიდან უნგრეთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10 სპორტსმენით წარდგება.

  • 55 კგ - ნუგზარ წურწუმია;
  • 60 კგ - ფრიდონ აბულაძე;
  • 63 კგ - ლერი აბულაძე;
  • 67 კგ - რამაზ ზოიძე;
  • 72 კგ - შმაგი ბოლქვაძე;
  • 77 კგ - ბექა მამუკაშვილი;
  • 82 კგ - გელა ბოლქვაძე;
  • 87 კგ - რობერტ კობლიაშვილი;
  • 97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი;
  • 130 კგ - იაკობ ქაჯაია.

1 აპრილს უნგრულ ხალიჩაზე 55, 63, 77, 87 და 130 კგ-მდე წონითი კატეგორიების წარმომადგენლები გავლენ.

2 აპრილს კი საქმეში 60, 67, 72, 82 და 97 კგ-ებში მოჭიდავეები ჩაებმებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი