საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სუპერლიგის ლიდერებშია

28 მარტი 2022, 14:00 590 ნახვა

ხვალ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩში „ბათუმი“ თბილისის მეგას ახალ სპორტულ დარბაზში უმასპინძლებს და ზედიზედ ოთხი მოგებული თამაშის შემდეგ, კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს გათამაშების ლიდერები ვერა, ქუთაისი, ასევე თსუ და პლეი-ოფის ზონაში არიან. გარდა ამისა, „ბათუმი“ საქართველოს თასის ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც ფინალის საგზურისთვის ისევ „მეგას“ დაუპირისპირდება.

ბათუმისა და მეგას დაპირისპირება ხვალ 18:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში