"დინამოს" მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

28 მარტი 2022, 10:30 802 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" უმასპინძლებს.

მატჩის ბილეთების რეალიზაცია ონლაინ დღეს 17:00 საათზე საიტ Biletebi.ge ზე დაიწყება.

ბილეთის ფასი 5, 10 და 25 ლარი იქნება.

29 მარტიდან კი სტადიონის სალაროებში იქნება ბილეთების ყიდვა  შესაძლებელი.

"დინამოს" და "თელავის" მატჩი 2 აპრილს 20:00 საათზე დაიწყება.

5 თამაშის შემდეგ ბათუმელები 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, თუმცა უახლოეს კონკურენტებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში