საქართველოს თასის გამარჯვებული ''ლანჩხუთი'' გახდა.
ფინალურ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა და ერთანეთს ''ლანჩხუთი'' და ხობის ''კოლხეთი'' დაუპირისპირდნენ.
მატჩი გურულების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა და ლანჩხუთლები წინ გავიდნენ.
39-ე წუთზე გურულებმა შეცდომა დაუშვეს და შორეული დარტყმით ანა წულაიამ წონასწორობა აღადგინა.
გამარჯვების მომტანი გოლი კი 58-ე წუთზე წუთზე ხობელთა შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ ავტოგოლი გამოდგა.
"ლანჩხუთმა'' საქართველოს თასი უკვე ზედიზედ მეორედ მოიგო. გუნდი ასევე საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებლიცაა.