ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს - ბაიდენი

25 მარტი 2022, 12:10 896 ნახვა

ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„მე შევხვდი ვლადიმერ პუტინს გასულ წელს და ნათელი იყო, რომ მისი ზრახვები ჩვენი ზრახვებისგან განსხვავდებოდა. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დემოკრატიას 21-ე საუკუნეში ფუნქციონირება არ შეუძლია. კონსენსუსის მიღწევა რთულია და ავტოკრატიას პროცესების მართვა შეუძლია. ჩემი ამოცანა დემოკრატიის მშენებლობა და ერთობის შენარჩუნებაა. მე ამაზე არ ვხუმრობ. ჯეერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტობიდან ვამბობ, რომ პუტინს ნატოს დაშლა უნდა. ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი