უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის მიერ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

02 თებერვალი 2025, 11:13 93 ნახვა

უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის ორი ბავშვია.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლტავაში რუსული თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა გახდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვამ შენობის შესასვლელი პირველიდან მე-5 სართულამდე დაანგრია, გაჩნდა ცეცხლი, დაზიანდა მომიჯნავე სახლებიც.

ამ დროისთვის, ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ. მათ შორის 4 ბავშვია.

შენობა ფაქტობრივად, სრულად დაინგრა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში