აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას.
განკარგულების თანახმად, 25%-იანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე, ხოლო, 10%-იანი ტარიფები ჩინურ პროდუქციაზე.
ასევე, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10%-იანი ტარიფი.
თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.