„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ სამი მძევალი გაათავისუფლა. 53 წლის ოფერ კალდერონი, 34 წლის იარდენ ბიბასი და 65 წლის კიტ სიგელი ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მძევლები „წითელმა ჯვარმა“ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა.
19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 15 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.