აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს.
„აუცილებლად დავუწესებ ტარიფებს ევროკავშირს. არ ვღელავ ბაზრის რეაქციებზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ევროკავშირი ამერიკას ძალიან ცუდად მოექცა.